პროექტის მონაწილეები
აბაშიძე ლიკა
აბსანძე ლუკა
ჯობინაშვილი ტასო
გოგიჩაიშვილი დეა
პროექტის სახელწოდება
ნიკო ფიროსმანი
პროექტის მთავარი იდეა(თემა) 1–2 წინადადებით.
ნიკო ფიროსმანის ბიოგრაფიის და მისი შემოქმედებითი მოღვაწეობის შესწავლა
პროექტის აქტუალობა.
მოსწავლეები ეცნობიან ნიკო ფიროსმანის შემოქმედებას. აანალიზებენ როგორ არის გამოყენებული ხელოვნების ელემენტები და პრინციპები მხატვრის ნამუშევრებში იდეის, შინაარსის, ხასიათის, განწყობილების გადმოსაცემად (კომპოზიცური განაწილება, ფერი, კოლორიტი, ფაქტურა, შესრულების მანერა, მონასმი, ხაზი, ფორმა, დეტალი, პოზა, გამომეტყველება და ა.შ) აფასებენ ნამუშევრებს ესტეტიკური და მატერიალური ღირებულებების მიხედვით. ფიროსმანის შემოქმედების კვლევა ძიება მოსწავლეებს დაეხმარებათ და დიდ მოტივაციას გაუღვივებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის თვალსაზრისით. ხელს შეუწყობს ეროვნული თვითშეგნების განვითარებაში ჩამოუყალიბდეთ მოვლენების მიმართ შემოქმედებითი მიდგომის უნარი.
პროექტის მიზნები.
მოსწავლეების ჩაბმა შემოქმედებით და საინტერპერაციო საქმიანობაში და ამ გზით მათთვის მშვენიერების განცდის და წარმოსახვის უნარის განვითარება.
ხელოვნების ნიმუშების აღქმის უნარის ჩამოყალიბება და ამ ნიადაგზე მუდმივი ინტერესისა და სიყვარულის გაღვივება ხელოვნებისადმი.
ხელოვნების უნივერსალური ენის შესწავლა მისი საშუალებით ეროვნული და მსოფლიო კულტურული ფასეულობათა ზიარება, სამყაროს ერთიანობის განცდის ჩამოყალიბება.
შემოქმედებითი საქმიანობის კომპიუტერულ ტექნიკური საშუალებათა დაუფლება და შრომის უნარების ჩამოყალიბება.
მონაწილეთა ასაკი:
10-11 წლის ბავშვები
ვადები/ხანგრძლივობა:
2-3 თვე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას;
მოვაწყობთ ექსკურსიას მირზაანში, დავათვალიერებთ ფიროსმანის ნახატებს, ვნახავთ მის მშობლიურ კერას, წინასწარ მოიპოვებენ მასალებს ინტერნეტის საშუალებით, გავაკეთებთ ჩანახატებს, მოპოვებული მასალები აიტვირთება ბლოგზე, ასევე სკოლის საიტზე
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები;
კომპიუტერი, სახელმძღვანელოები, ფოტომასალები, რვეული, და ფანქრები
პროექტის მსვლელობა;(ძირითადი აქტივობები)
კლასს ვანაწილებ 3 ჯგუფად, პირველი ჯგუფი მუშაობს ფიროსმანის ბიოგრაფიაზე, მე-2 ჯგუფი მუშაობს ფიროსმანის შემოქმედების მოძიებაზე, მე-3 ჯგუფს ვავალებ საინტერესო მასალების მოძიებას ფიროსმანის შესახებ. მიმყავს კლასი ექსკურსიაზე ვაჯამებთ და ვაანალიზებთ მხატვრის შემოქმედებით ცხოვრებას აღვბეჭდავთ ყველაფერს ფოტო მასალებზე და ტექსტების დახმარებით განვათავსებთ ბლოგზე.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ეცნობიან ლიტერატურულ და ისტორიულ მასალებს კომპიუტერის დახმარებით. ეცნობიან იმ კონკრეტულ ეპოქას რომელშიც ცხოვრობდა და მოგვაწეობდა ნიკო ფიროსმანი.
პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი
171-ე სკოლის პედაგოგი/ ნინო ჩაკვეტაძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
ninokikvadze09@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:
ninokikvadze.blogger.com